ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის გაიხსნა


  • BBC-ის ინფორმაციით, სამთვიანი პაუზის შემდეგ ეიფელის კოშკი გაიხსნა.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით ვიზიტორებისთვის გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, კერძოდ, 1 ივლისამდე კოშკში ლიფტები არ იფუნქციონირებს და შესაბამისად, მოქალაქეებს ფეხით ასვლა მოუწევთ. გარდა ამისა, სოციალური დისტანცირების წესის უზრუნველყოფის მიზნით, თავდაპირველად ვიზიტორების შეზღუდული რაოდენობა დაიშვება. აღსანიშნავია, რომ მეორე სართულის ზემოთ კოშკი ჯერჯერობით ვიზიტორებისთვის ჩაკეტილი რჩება.

გარდა ამისა, 11 წელს ზემოთ ასაკის ყველა პირს პირბადის ტარება მოეთხოვება.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო ეიფელის კოშკი მაისის შუა რიცხვებში დაიხურა. ეიფელის კოშკი ასე ხანგრძლივად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დაკეტილა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!