ზუგდიდის ავტოპრაკი 25 ახალი ავტობუსით განახლდება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.“- თან ხელშეკრულება გააფორმა.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ეტაპობრივად მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში უზრუნველყოს ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი და ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობსების მოწოდება. პროექტის ფარგლებში ზუგდიდს – 25 გადაეცემა.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ზუგდიდს უკვე ჰყავს 15 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი.

მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები.

აგრეთვე, შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელები მოეწყობა, საშეღავათო ტარიფები დაწესდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის.

რუხში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის მოწყობა მიმდინარეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!