დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ


  • აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

“დღეს პირველმა ლედიმ და მე „კოვიდ-19“-ის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს. ამას ერთად დავძლევთ“, – წერს დონალდ ტრამპი.

მანამდე ვირუსი მის თანაშემწეს, ჰოუფ ჰიქსს დაუდგინდა. სწორედ ამის შემდეგ ჩაუტარეს დონალდ და მელანია ტრამპებს ტესტირება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

19 − one =

Akismet ანტისპამი