დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა, სანაპიროები დაიხუროს


  • დიდ ბრიტანეთში, შესაძლოა, სანაპიროები დაიხუროს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, თუ მოქალაქეები ერთმანეთისგან სოციალურ დისტანციას არ დაიცავენ და სანაპიროზე მასობრივი შეკრებები დაფიქსირდება, მაშინ მთავრობა იძულებული გახდება, სანაპიროზე გასვლა აკრძალოს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ბრიტანეთის რამდენიმე სანაპიროზე ათასობით ადამიანი გავიდა, რა დროსაც მათ შორის დისტანცია დაცული არ იყო.

ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 307 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 43 230 ადამიანი ემსხვერპლა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!