დავით გვაძაბია “ლაფაეტის” უნივერსიტეტში ისწავლის


  • კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველის წარმატებას გაგაცნობთ: კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ოქროსმედალოსანი დავით გვაძაბია, ამერიკაში, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.

დათო ზუგდიდელი ექიმების: პეტრე უბერისა და დოდო თორდიას შვილიშვილია. ცნობილი ოტორინოლარინგოლოგი პეტრე უბერი თავის გვერდზე წერს: ” კიდევ ერთი ღირსეული ქართველის წარმატება: ვულოცავთ, ჩვენს შვილიშვილს დავით გვაძაბიას, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის, ოქროს მედალზე დამთავრებასა და სწავლის გაგრძელებას აშშ-ს პენსილვანიის შტატის “ლაფაეტის” უნივერსიტეტში 100%იანი გრანტის მოპოვებით. ასრულდა ჩვენი ოცნება, რომელიც დავითმა გვითხრა: ბაბუ, მე ვიქნები ერთ-ერთი ქართველი, რომელიც გააგრძელებს მოღვაწეობას “ნასაში”.

“ზუგდიდელები” წარმატებებს უსურვებს ღირსეული ფესვებიდან აფრენილ ახალგაზრდას დიდ გზაზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.