გოგი რევია გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს კონკურსის გამარჯვებულია


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის “საბჭოს მადლობა გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის“ გამარჯვებულია.

საბჭოს კონკურსის მეორე გამარჯვებული დევნილ ქალთა ასოციაციის ,,თანხმობა“ თავმჯდომარე იულია ხარაიშვილი გახდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულები პარლამენტის წევრების, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელმაც თითოეული მონაწილე წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.

ყოველწლიური დაჯილდოების მთავარი გზავნილია გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით ცნობიერების ამაღლება და იმ ადამიანების ღვაწლის დაფასება, ვინც აქტიურადაა ჩართული ამ საქმიანობაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.