ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად 10 ძირი ვარდის ნერგი გადაეცა


  • ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ ,,ცოდნა სინათლეა”-ს ორგანიზებით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად 2 სახეობის ( Catalina rose, Purple Rose) 10 ძირი ვარდის ნერგი გადაეცა.

მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან და ბაღის თანამშრომლებთან ერთად ვარდების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. (კლუბის ხელმძღვანელები: ნანა ჩხეიძე, ელზა კუკავა, ნარგიზა სორდია).

პროექტის ფარგლებში, მათ გამოთვალეს საკუთარი ეკო-ნაკვალევი გარემოზე და მოისმინეს ლექცია-სემინარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eight − seven =

Akismet ანტისპამი