- დღეს, ფრაქცია “ახალმა” ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართა. ფრაქციის თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარალიზებაზე და ანაკლია-განმუხურში ტურისტული სეზონის ჩავარდნის საფრთხეზე ისაუბრა.
მაია კალანდია: -“მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ვერ განახორციელა თავისი საწადელი და ვერ დაშალა ზუგდიდის საკრებულო, ვერ გადააყენა ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული თანამდებობის პირები, დღეს, უკვე 21-ედ არ გამოცხადდნენ საკრებულოს სხდომაზე. ფაქტიურად, ჩაშლილია წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა. მერია, წესით, ვერ განახორციელებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად. დღეს, ჩვენ ვიმყოფებთ ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე, სადაც ფაქტიურად, ჩავარდნილი არის საკურორტო სეზონი… აუქციონი ვერ გამოცხადდება, ბიზნესსწარმოება ვერ დაიწყება. შესაბამისად, ყველა სერვისი, რომელიც საკურორტო სეზონზე დამსვენებელს უნდა მიეწოდოს, ვერ მიეწოდება…” “…ჩვენ მოვუწოდებთ, “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებს, გამოვიდნენ და პასუხი გასცენ თავიანთ ამომრჩევლებს. საკრებულოს სხდომები, ორ თვეზე მეტია, არ მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი ღებულობს ანაზღაურებას”.