აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა „ბუსტერ“ დოზით გარკვეული პირების ვაქცინაციის ნებართვა გასცა


  • აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 65 წლის და უფროსი ასაკის პირების, ასევე თანმხლები დაავადების მქონე და ისეთ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის, სადაც დაინფიცირების რისკი მაღალია, „ბუსტერ“ დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.

რეკომენდაცია გულისხმობს მხოლოდ იმ ადამიანების აცრას, რომლებმაც „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის მეორე დოზა მინიმუმ 6 თვის წინ მიიღეს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაცია, რომელსაც წინ უძღოდა სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ „ბუსტერ“ დოზის გამოყენებასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა, იძლევა შესაძლებლობას, რომ აშშ-ში მილიონობით ადამიანისთვის ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზება უახლოეს დღეებში დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღის წინ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მრჩეველთა კომიტეტმა. კერძოდ, მისმა წევრებმა მხარი დაუჭირეს „ბუსტერ“ დოზის ხანდაზმულებსა და თანმხლები დაავადების მქონე ადამიანებში გამოყენებას, თუმცა არ გასცეს იმ ადამიანების დამატებითი დოზით აცრის რეკომენდაცია, რომლებიც, სამსახურის გამო, დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან, მაგალითად, პედაგოგები, ჯანდაცვის მუშაკები, უსახლკაროთა თავშესაფრებისა და ციხეების თანაშრომლები.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.