- ანდრია ჯახაია, ზუგდიდელი მოჭადრაკე, “მაია ჩიბურდანიძის თასი 2024“-ს 10 წლამდე ასაკობრივი ტურნირის გამარჯვებულია.
1 – 5 დეკემბერს ქალაქ ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში გაიმართა „მაია ჩიბურდანიძის თასი 2024“ 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
10 წლამდე ჭაბუკთა შორის 7 შესაძლებლობიდან 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ზუგდიდელმა მოჭადრაკემ ანდრია ჯახაიამ /1577/ (მწვრთნელი – ზვიადი ფაცია).
ანდრია ჯახაიამ, ასევე მონაწილეობა მიიღო, 6 – 7 დეკემბერს გამართულ „მაია ჩიბურდანიძის თასი“-ს ღია ტურნირში სწრაფ ჭადრაკში, რომელშიც სხადასხვა ასაკის მოჭადრაკებმა იასპარეზეს.
ღია ტურნირში ანდრიამ 11 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და 10 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ფიდეს რეიტინგი სწრაფ ჭადრაკში 69 პუნქტით მოიმატა.