ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა


  • აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენბელია. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია 24 ოქტომბერს ფლორიდის შტატში დააფიქსირა.

ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ხმა მისცა კაცს, რომლის სახელიც ტრამპია“.

CNBC-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს მხარს გამოკითხულთა 51% უჭერს, დონალდ ტრამპს კი 40%.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five − four =

Akismet ანტისპამი