- რებეკა ბრაიენი,- ამერიკელი ქალბატონი, ერთადერთი უცხოელია, რომელიც ზუგდიდის საპატიო მოქალაქის სტატუსს ფლობს.
გასული საუკუნის, 90-იანი წლების, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალბატონმა რებეკამ, ზუგდიდში განსახლებული დევნილებისთვის არაერთგზის გაწეული დახმარებისთვის, მადლიერების ნიშნად, მიიღო ეს წოდება, ზუგდიდის მერიის კაბინეტის, 1998 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით.
მაშინ, რებეკა ალექს ბრაიენი გახლდათ ამერიკის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის დირექტორი. თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია ქალბატონ რებეკაზე, თუნდაც ფოტო, გთხოვთ შეგვეხმიანოთ და გამოგვიგზავნოთ. რებეკა ბრაიენი, სავარაუდოდ, ერთადერთი უცხოელია ზუგდიდის საპატიო მოქალაქის სტატუსით.