საპატიო ზუგდიდელის და ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე განაცხადის მიღება გრძელდება


  • ზუგდიდის მერიამ საპატიო ზუგდიდელის და ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე განაცხადის მიღება 17 აგვისტოს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს და განსაკუთრებულ შემთხვევაში მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური და სამეცნიერო საქმიანობა აქვს.

საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს საზოგადოებრივ პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფს, მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს.

საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია მიიღებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!