ავღანეთში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს


  • Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთის ცენტრალურ ღურის პროვინციაში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს.

გამოცემის ცნობით, 28 წლის ბისმელა ადელ აიმაქს, რადიო „ღურის ხმის“ მთავარ რედაქტორს ქალაქ ჩაჰჩარანთან დაესხნენ თავს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია.

ბისმელა ადელ აიმაქსი ბოლო 2 თვის განმავლობაში ავღანეთში მოკლული მეხუთე ჟურნალისტია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × 1 =

Akismet ანტისპამი