- ზუგდიდში, ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა სწრაფად მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კარს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. აალების შედეგად მძღოლი ავტომანქანაში დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სასწრაფო და საპატრულო პოლიცია.