წითლიძის სქემა თვითმართველობაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე


დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ქალაქის საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა.წითლიძემ ისაუბრა ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ ჩატარებულ ტენდერებზე და გამოაქვეყნა სქემა, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივ თვითმართველობაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=hDkYUd5uDY0[/embedyt]
წითლიძის თქმით, კორუფციულ  გარიგებებში ჩართული არიან ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, ქალაქის მერის მოადგილე კობა ჯიქია, ვიცე მერი გია გულორადავა და საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ასევე, საკრებულოს წევრის ნათია ფიფიას მამა ელდარ ფიფია, მეტსახელად „არწივა“. წითლიძე ამბობს, რომ სწორედ ამ ადამიანების ნათესავები იგებენ ზუგდიდში გამოცხადებულ ტენდერებს, რომ ზუგდიდის მერიაში  კლანები მოქმედებენ მათ შორის ვიცე მერი გია გულორდავა, რომელიც პირადპირ არის დაკავშირებული  ბიძინა ივანიშვილთან / წითლიძის თქმით, ის გულორადავს თანაკურსელია/. შეხვედრაზე დეპუტატმა დაასახელა ის  კომპანიები, რომლებიც ზუგდიდში სამუშაოებს ასრულებენ. მათ შორის დაასახელა შ.პ.ს.“ზუგდიდმშენსერვისი“. მისი თქმით, ამ კომპანიის  დამფუძნებელი არის კობა ჯიქიას სიმამრი თემურ ჯანაშია, რომელიც  ახორციელებს ქალაქში რამდენიმე მსხვილ სამუშაოს. ამავე კომპანიის მთავარი ინჟინერი გახლავთ  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას მამა ბესიკ თოდუა. წითლიძე ამბობს, რომ  სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან კობა ჯიქია და ეკატერინე თოდუა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=9CFNo8kq8jk[/embedyt]

აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, საკრებულოს წევრ ანა წითლიძის საფუძველსმოკლებულ განცხადებაზე ქალაქ ზუგდიდის მერი კომენტარს არ აკეთებს.

ასევე, ქალქის საკრებულოს პრესსამსახურის განმარტებით, „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზი გამო – საკრებულოს არ გააჩნია სამუშაოების გადანაწილების არანაირი ტექნიკური საშუალება, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს არის წინასაარჩევნო სპეკულაციებთან დაკავშირებული განცხადება“. ასევე აბსურდულს უწოდებს წითლიძის განცხადებას გუბერნატორის პრესსამსახური და მედიას აწვდის ინფორმაციას, რომ გუბერნატორი არ გააკეთებს კომენტარს ქალაქის საკრებულოს „ნაციონალი“ წევრის განცხადებებზე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!