შეხვედრა პოეტ ცირა ბარბაქაძესთან


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მერიის ინიციატივით და საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით, სამხატვრო გალერეაში შეხვედრა გაიმართა ილიას უნივერსიტეტის  პროფესორთან, პოეტ  ცირა ბარბაქაძესთან, რომელმაც შეკრებილ აუდიტორიას  მისი პოეზიიდან ძველი და ახალი ლექსები წაუკითხა. პოეტის შემოქმედებაში ძირითადად ჭარბობს: სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე და სითბო.

კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ აღნიშნა, ,,ქალბატონი ცირა საინტერესო ადამიანია, მინდა ვუსურვო ამ ქალბატონს წარმატებები , ვუსურვებ ჩემს ქალაქს ბევრი ასეთი ცნობილი პოეტი სტუმრობდეს  ხშირად, რადგან, პოეზიის გარეშე ჩვენი ცხოვრება უინტერესო იქნება.ზუგდიდს ოდითგანვე ბევრი პოეტი ჰყოლია და დღესაც ჰყავს, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქალაქს და ვიმედოვნებ, რომ ქალბატონი ცირას სტუმრობით ბევრი ახალგაზრდა მოკიდებს  კალამსა და ფურცელს ხელს”

ქალბატონ ცირას თქმით, მისი ლექსების მეხუთე კრებული გამოვიდა და ბედნიერია იმით, რომ შესაძლებლობა მიეცა ზუგდიდელი აუდიტორიისათვის წაეკითხა, რადგან მისი აზრით “ზუგდიდს არაჩვეულებრივი მსმენელები  და მკითხველები ყავს”. დასასრულ, მან მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!