ხანძარი კორცხელის დედათა მონასტერში


კორცხელის დედათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა. სრულად დამწვარია სახურავი და მესამე სართული ნაწილი. სასულიერო პირების თქმით, ეს არის მონასტრის რეზიდენციის განყოფილება, სადაც სიწმინდეები ინახებოდა, ასევე საკვები პროდუქტები.როგორც საინფორმაციო წყარო იუწყება, “ხატების დიდი ნაწილი გადარჩა და ისინი უკვე გამოიტანეს მონასტრიდან. თავის მხრივ, მონაზვნებმა აღნიშნეს, რომ ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა. დამწვრის სუნი იგრძნეს და მას შემდეგ, რაც მაღლა ავიდნენ, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ეს იმიტომ, რომ რეზიდენციის განყოფილების ზედა ნაწილი ხით არის გაჭედილი. სასულიერო პირების ვარაუდით, ცეცხლი შესაძლოა სადენებმა გამოიწვია, ან შეშის ღუმელისგან გავრცელდა”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!