ყირიმის ხიდის საავტომობილო გზის ორი მონაკვეთი ჩამოინგრა და წყალშია-მედია


  • უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდის საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა და წყალშია.

რუსული მედიის ინფორმაციით კი, ხიდზე მოძრაობა შეწყვეტილია. ამასთან, რუსული მედია საშუალებები რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ხიდის საავტომობილო გზის ორი მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა.

„დღეს, მოსკოვის დროით 06:07 საათზე, ტამანის ნახევარკუნძულის მხარეს ყირიმის ხიდის საავტომობილო გზის ნაწილზე, სატვირთო მანქანის აფეთქება მოხდა, რამაც მატარებლის შვიდი საწვავის ავზის აალება გამოიწვია. მატარებელი ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდა. ხიდის ორი საავტომობილო მონაკვეთი ნაწილობრივ ჩამოინგრა“, – აცხადებენ რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!