ყირიმის ხიდზე ხანძარია


  • ყირიმის ხიდზე, რომლითაც ანექსირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწავავის ავზს გაუჩნდა.

სოციალური ქსელებით თვითმხილველების მიერ გავრცელებულ არაერთ ვიდეოებში ჩანს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზაც. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ვრცელდება ცნობა, რომ ხიდზე გადაადგილება შეჩერებული იყო.

რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამჟამად, მატარებელი ქერჩის სადგურიდან გაყვანილია და მიმდინარეობს საავარიო სამუშაოები.

ყირიმის ხიდი ვლადიმერ პუტინის დავალებით აშენდა და 2018 წელს გაიხსნა. ამ ხიდს რუსეთი უკრაინის სამხრეთში მყოფი საჯარისო ნაწილების მომარაგებისთვის იყენებს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!