ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ ყირიმი, შესაძლოა, დიპლომატიური გზით დაიბრუნოს


  • უკრაინის პრეზიდენტისს, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი დიპლომატიური გზით დაიბრუნოს.

„სხვა გამოსავალი არ არის, აუცილებელია ტერიტორიის დეოკუპაცია. ასევე შესაძლოა მოხდეს, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ. რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას უჭერენ მხარს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან ყირიმის დეოკუპაციასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრისას თავი შეიკავა.

“ადამიანთა რომელი წრე განიხილავს ამ საკითხს? როდის იქნება ეს? ახლა ვერ ვიტყვი”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!