- საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო–ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ზუგდიდის ოფისში, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ლექცია-სემინარი ჩატარდა.
სემინარს უძღვებოდა ფსიქიატრი ვალინა ნაცვლიშვილი.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მიმართ ტოლერანტობის თემატიკაზე ჩატარებულ ტრენინგს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო–ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაია ღუბელაძე: “ჩვენი წარმომადგენლობა დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ვალინა ნაცვლიშვილს წარმომადგენლობაში სტუმრობისა და თანამედროვეობის ერთ-ერთ აქტიურ თემაზე საუბრისათვის”.