საინტერესო ფაქტები მსოფლიოს ქვეყნების შესახებ


1. ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა მსოფლიოში (კულტურა, ეკონომიკა, კლიმატი, ეთნოსი და რელიგია) ინდოეთი არის.
2. ყველაზე მეტი ჭარბწონიანი ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის 95%) ნაურუში ცხოვრობს. მიზეზი? ისეთი არაფერი, ისინი ბევრს ჭამენ და ცოტას მოძრაობენ. და არანაირი დიეტა.
3. ქვეყანა, რომელიც შესაძლოა ახლო მომავალში წყლის ქვეშ აღმოჩნდეს, მალდივის რესპუბლიკა არის. გლობალური დათბობის გამო, კუნძულები ნელ-ნელა იძირება.
4. გუამი არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელშიც მარჯნის გზებია დაგებული. იქ ბუნებრივი ქვიშა არ მოიპოვება და ასფალტს მარჯნით და ნავთობით ამზადებენ.
5. ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ სასაათე სარტყლებს მოიცავს, საფრანგეთი არის. თუ გავითვალისწინებთ მის იურისდიქციაში შემავალ ყველა ტერიტორიას, მათ შორის ოკეანეებში გაბნეულ კუნძულებსაც, გამოვა რომ საფრანგეთი 12 სასაათე სარტყელზე არის განლაგებული. II ადგილზე, 11 სასაათე სარტყლთ, აშშ არის. ხოლო, III – რუსეთი (9 სარტყელი)
6. მსოფლიოში ყველაზე მეტი ტბა კანადაშია. ტბების საერთო რაოდენობა 3 მლნ-ს აღემატება, რაც დედამიწაზე არსებული ტბების 60% შეადგებს. ტბებს სარკის საერთო ფართობი, ქვეყნის ფართობის 9% შეადგენს.
7. ყველაზე გვალვიანი ქვეყანა ლიბია არის. მისი ტერიტორიის 99% ქვიშით არის დაფარული. არის რეგიონები, სადაც წვიმა ათწლეულების მანძილზე არ მოსულა.
8. ოპიუმის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა ავღანეთია. მსოფლიოში წარმოებული ოპიუმის 95% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის.
9. ტყის ფართობის, ნახშირორჟანგის გადამუშავების და ჟანგბადის წარმოების მიხედვით, რუსეთი ლიდერობს. იქ ტყეს – 8, 1 მლნ. კმ² ფართობი უკავია და მასზე ტყეების მიერ გამომუშავებული ჟანგბადის 25% მოდის. ბრაზილია ტყის ფართობით II ადგილზეა (5, 2 მლნ. კმ²), კანადა (3, 1 მლნ. კმ²) – III, აშშ (3 მლნ. კმ²) – IV, ჩინეთი (2 მლნ. კმ²) –V.
10. ჰაიტი არის ქვეყანა, რომელშიც ტყე მთლიანად გაკაფულია.
11. ყველაზე არამშვიდობიანი ქვეყანა სომალი არის. Global Peace Index მონაცემებით, მან ერაყს გადაასწრო და ყველაზე მებრძოლ ქვეყნად იქცა მსოფლიოში, რომელიც მუდმივად ესხმის თავს მეზობელ ქვეყნებს. სომალელები ყოველთვის ომის ან რევოლუციის პირობებში იმყოფებიან. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ სომალი — უღარიბესი ქვეყანაა, რომელშიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობს.
12. მსოფლიოში, განათლებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზე კანადა არის, იქ სრულწლოვანი მოსახლეობის 50%-ზე მეტს უმაღლესი და საშუალო პროფესიული განათლება აქვს. მას მოსდევს ისრაელია (45%) და იაპონია (44%).
13. პლანეტაზე, ყველაზე დიდი ქალაქი-სახელმწიფო სინგაპური არის.
14. ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა, ენების რაოდენობის მიხედვით, პაპუა-ახალი გვინეა არის. მართალია ინგლისური სახელმწიფო ენად არის გამოცხადებული, მაგრამ ეს ფორმალობაა და ინგლისური მოსახლეობის მხოლოდ 2% იცის. პაპუა-ახალი გვინეელები 820 ენაზე საუბრობენ, რაც მსოფლიოში არსებული ენების 12% შეადგენს.
15. ქვეყანა რომელშიც ადამიანებზე მეტი ცხვრები არიან, ფოლკლენდის კუნძულებია (დიდი ბრიტანეთი). იქ 2012 წ. მონაცემებით, 3 000 ადამიანი და 500 000 ცხვარი ცხოვრობდა და გასაკვირი არ არის, რომ ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყარო, მატყლის ექსპორტზე მოდის.
16. სიმჭიდროვის მაჩვენებლის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანა მონღოლეთია — იქ 1, 5 კმ²-ზე 4 ადამიანი მოდის. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი კი ჰონკონგის ერთ-ერთი რაიონი – მონგ კოკია. იგივე ფართზე, იქ 340 000 ადამიანი ცხოვრობს.
17. ბოლოდროინდელი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე ძლიერი და შეიარაღებული ქვეყნების ხუთეული ასეთია:
I ადგილი – აშშ,
II – ჩინეთი,
III – ისრაელი,
IV – რუსეთი,

V– ჩრდ. კორეა.

18. მსოფლიოში ყველაზე მეტი ახალგაზრდა ნიგერში ცხოვრობს. იქ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარ 0-დან – 14-წლამდე არის, ხოლო ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 15 წელია.
19. ქვეყანა რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს მალტა არის. რაც რამდენიმე ეკონომიკური კრიზისის და ემიგრაციული ტალღის შედეგი არის.
20. ყველაზე მეტი პატიმარი აშშ-შია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო მოსახლეობის 5% ცხოვრობს და პატიმრების საერთო რაოდენობის 25% იხდის სასჯელს ამერიკაში. პატიმრების რაოდენობის მიხედვით, II ადგილზე რუსეთი არის, ხოლო III — ჩინეთი.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!