ამერიკის დღეების ფარგლებში, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის „ ლიდერობის აკადემიის’’ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტში მონაწილეობას ღებულობენ ზუგდიდის ქალაქისა და მუნიცპალიტეტის საჯარო სკოლები.
პროექტში პირველი ეტაპის წარმატებით გავლისათვის სკოლის დირექტორებს სერთიფიკატი გადასცეს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანამ და აშშ საელჩოს წარმომადგენელმა დანიელ კაპონემ. შეხვედრაზე პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერმა ირინე აბულაძემ ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ შედეგებზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, პროექტი გულისხმობს მეშვიდე და მეთორმეტე კლასის მასწავლებლების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიის, ინგლსურის მასწავლებლის და ყველა საჯარო სკოლის დირექტორის პროფესიულ განვითარებას 2016- 2019 წლამდე. ის ამბობს, რომ პროფესიული განვითარების კურსებში 7 ათასამდე მასწავლებელია ჩართული და 1800- მდე სკოლის დირექტორი. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის კახაბერ ფარცვანიას განმარტებით, „ლიდერობის აკადემიის’’ პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა ყველა საჯარო სკოლის დირექტორმა.
შეხვედრაზე აშშ საელჩოს წარმომადგენელმა დენიელ კაპონემ აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის გვერდით იდგა 25 წლის მანძილზე, ისევე, როგორც ამერიკა იდგა საქართველოს გვერდით. „ მე მინდა მადლობა გადაუხადო ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის, იმედია მომავალშიც ვითანამშრომლებთ“- აღნიშნა კაპონემ.