ზუგდიდში ამერიკის დღეები გაიხსნა


24 აპრილს ამერიკის დღეები გაიხსნა საქართველოში,მათ შორის ზუგდიდში. ამერიკული დღეები ეძღვნება ამერიკა საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდს სტუმრობდა ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პიტერ სიდი.

რომელიც შეკრებილ საზოგადოებას მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში შეხვდა და ქართულ- ამერიკულ ურთიერთობებზე ესაუბრა. ღონისძიებაზე  სასახლის აღსაზრდელების მიერ, შესრულებულ იქნა, ქართულ ამერიკული ჰიმნი. ჟურნალისტებთან საუბარში პიტერ სიდმა აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიებით ხაზს უსვამენ იმ თანამშრომლობას, რაც საქართველოსა და ამერიკას შორის არსებობს 25 წლის მანძილზე.  ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ზამირა ღადუას თქმით,  დღევანდელი ღონისძიება დასტურია იმისა, თუ როგორი პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდა ამერიკასა და საქართველოს შორის. მოგვიანებით, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიმართა უილიამ ოზგმუდ ფილდის ფოტოგამოფენა და გიორგი მრევლიშვილის დოკუნტური ფილმის პრეზენტაცია. უილიამ ოზგმუნდმა საქართველოში 1929 წელს იმოგზაურა. მან სვანეთში 12 დღე დაყო, ასევე, მან მოინახულა სამეგრელო და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი და თბილისის მიდამოები. ფოტოების დათვალიერება ზუგდიდელებს სამი დღის განმავლობაში შეეძლებათ.

ამერიკის დღეები 28 აპრილამდე გასტანს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!