გიორგი თოდუა, საკრებულომ თანამდებობიდან გადააყენა განსხვავებული ხედვების გამო


დღეს, ქალაქის საკრებულოს საგანგებო სხდომაზე, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკრებულოს რვა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 გიორგი თოდუას გადაყენების საკითხი დაისვა  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოთხი დეპუტატის  განცხადების საფუძველზე. განცხდებას ხელს აწერენ საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია, დეპუტატები: თაზო ფაცაცია, ვახტანგ გოგილავა და კახაბერ ფარცვანია. სხდომის მსვლელობისას, გიორგი თოდუა დაინტერესდა თუ რა მიზეზით მოხდა მისი გადაყენება თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ერთობლივად, დეპუტატებთან ერთად, მოხდა. „ჩვენ არანაირი პიროვნული დაპირისპირება ბატონ გიორგისთან არ გვქონია, ჩვენი ხედვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, აბსოლუტურად განსხვაველია’’. საკრებულოს თავმჯდომარეს დაკონკრეტებისაგან მიუთითა „ევროპული საქართველოს’’ წევრმა ბათლომე შელიამ, რასაც საკრებულოს თავმჯდომარესა და დეპუტატს შორის სიტყვიერი კამათი მოყვა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=6KkskT53-3g[/embedyt]

სხდომის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ. მისი განმარტებით, გუნდის ხედვები და გიორგი თოდუას ხედვები ერთმანეთისგან განსხვავებული იყო მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. „ხშირ შემთხვევებში განსხვავებული აზრების დაფიქსირებისთვის მივიღეთ ეს გადაწყვეტილება’’.- განაცხადა შეროზიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Bu9sZiUF630[/embedyt]

გიორგი თოდუა ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს, ყოველთვის ჰქონდა განსხვავებული აზრი და მოსაზრებები სხვადასხვა საკითთან დაკავშირებით. “ზუგდიდელებმა იციან, რომ მე ყოველთვის ვიყავი მომხრე რომ მაღალი საზოგადოების ინტერესის საკითებზე  ყოფილიყო განხილვები, ვთანამშრომლობდი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, მაქსიმალურად ვცდილობდი მოქალაქეების ჩართულობის  საფუძველზე მიგვეღო საბოლოო გადაწყვეტილება’’. მისი თქმით, ადამიანთა ჯგუფს, რამდენიმე ადგილობრივ გავლენიან ჩინოვნიკს, არ აწყობდა მისი ადგილზე დატოვება, რამაც გამოიწვია მისი გადაყენება. ის ამბობს, რომ დღეს საკრებულოს წევრებზე ადგილი ქონდა ზეზოლას. კითხვაზე, თუ ვინ არიან ჩინოვნიკები და ვინ მოახდინა დეპუტატებზე ზეწოლა, თოდუა განმარტავს: „ ყველამ იცის, რომ ჩემს მიმართ ზეწოლები არ განხორციელდება, სწორედ ამის მაგალითი იყო დღევანდელი დღე. საბოლოოდ დავრწმუნდები და საზოგადოებას აუცილებლად ვეტყვი მათ სახელებსა და გვარებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=TRNHT3RtLfE[/embedyt]

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა „ევროპული საქართველოს» წევრმა ბათლომე შელიამ. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან მოხდა მორიგი პოლიტიკური დევნა . „მათ არ სურთ მმართველობაში ყავდეთ ისეთი ნომინალური თანამდებობის პირები, როგორიც იყო ბატონი თოდუა. მათ სურთ ყველაფერი მოაქციონ ვიწრო პარტიულ ჭრილში და ყველაფერი ემსახურებოდეს მხოლოდ ერთი კაცის ნება-სურვილს.’’- აღნიშნა შელიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=NLxAmzfjqXk[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!