საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 268 502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 262 244-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 447-ია.

ბოლო 24 საათში 5 275 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 2 736, პისიარტესტი – 2 539.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,79 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,6 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 318 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1713, კლინიკურ სასტუმროში რჩება 207 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

13 + 18 =

Akismet ანტისპამი