მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 111 მილიონს გადააჭარბა


  • worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 111 მილიონს გადააჭარბა.

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით 2 463 661 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 86 132 469-ს შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 22.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 − 5 =

Akismet ანტისპამი