საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 469 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 5 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 244 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 615, პისიარტესტით – 6 629.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,64 პროცენტი, ხოლო ბოლო შვიდი დღის – 3,41 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 263 601 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 255 385 გამოჯანმრთელდა, 3 311 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 421, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 094 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 316 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

17 + sixteen =

Akismet ანტისპამი