საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი


  • საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის  1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 562-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge -ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 183-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

7 + 5 =

Akismet ანტისპამი