- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე სუს-ის უფროსად ინიშნება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიკავებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც სუს-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
