- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 70 კოვიდპაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე.
“სენამედის” კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 29 პაციენტი, მათ შორის მძიმე 6.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 18 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 20 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 13 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 61 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 58 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, რუხის კლინიკაში გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული მამაკაცი, ჩხოროწყუდან, 83 წლის.