ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებას მარეგულირებელმა სააგენტომ საქმიანობის უფლება შეუჩერა


  • ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის (სს”ვიანი”) ქირურგიულ განყოფილებას ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელმა სააგენტომ 4 ოქტომბრიდან საქმიანობის უფლება შეუჩერა. ამ ეტაპზე საავადმყოფოში ოპერაციები არ ტარდება.

საკითხთან დაკავშირებით, “ზუგდიდელები” დაუკავშირდა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპტალის დირექტორს ტატო თოდუას. “ახალი მოთხოვნების მიხედვით, სანებართვო პირობების შემოწმება მიმდინარეობს ქვეყნის ყველა იმ ჰოსპიტალში, რომელიც ახორციელებს რეანიმაციულ და ქირურგიულ სტაციონარულ სერვისებს. ჩვენი ჰოსპიტალი, მსგავსად, სხვა ჰოსპიტლებისა, შემოწმებული იქნა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, რომელმაც მოგვცა გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული გახლავთ და ამჟამად ვართ განმეორებითი შემოწმების მოლოდინში, რათა გადამოწმდეს გაცემული რეკომენდაციების ჯეროვანი შესრულება და გაიცეს ქირურგია-რეანიმაციაში სტაციონარული საქმიანობის ახალი ნებართვები.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!