სამეგრელოში გაიზარდა კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხით გაიზარდა ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში მყოფთა რიცხვი. 30 ივნისის მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 91 პირი.

ხუთით გაიზარდა თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა – 35 მოქალაქე.

სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 2011 პირზე.

ამავე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ, დღეს, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

18 − 10 =

Akismet ანტისპამი