“ზუგდიდდასუფთავებამ” საპატიო წიგნი შემოიღო


  • ააიპ “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება საპატიო წიგნის შემოღების თაობაზე.

შემუშავებული ქნა სპეციალური დებულება, რომლის მიხედვითაც ხორციელდება განსაკუთრებული ღვაწლით გამორჩეული ადამიანების საპატიო წიგნში შეტანა, რაც დასტურდება დირექტორის ბრძანებით და საპატიო სიგელით.
საპატიო წიგნში შეიტანება ცენტრის როგორც მოქმედი, ასევე აწგარდაცვლილი პირები. წიგნში შეტანის მართებულობასთან დაკავშირებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ განიხილება თითოეული ნომინანტის ღვაწლი.

დირექციისგან, საპატიო წიგნში შეტანილ პირებს გადაეცემათ საპატიო სიგელები და ფულადი ჯილდო, ერთი თვის ხელფასის ოდენობით, რაც დადებითად აისახება ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს თანამშრომლების შრომით მოტივაციაზე.

ამავე ინფორმაციით, საპატიო წიგნში შეტანილი არიან ზუგდიდდასუფთავების ის თანამშრომლები, რომლებმაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, პანდემიის პირველივე დღიდან საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, მერის ხელმძღვანელობით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ააიპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრი ”-ს მუშაკებთან ერთად ზრუნავდნენ ქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!