- მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამით მიკოლაივი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
„წუხელ მიკოლაივი კვლავ ძლიერად დაბომბეს. რაკეტები ხუთ და ცხრასართულიანი შენობების გვერდით ჩამოცვივდა. დაიღუპა ორი და დაშავდა სამი ადამიანი, კიდევ ერთ ადამიანს კი ეძებენ“, – განაცხადა ვიტალი კიმმა.