ვლადიმერ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა


  • რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „დამოუკიდებელ“ ტერიტორიებად აღიარების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპის აღიარებითა და დადასტურებით, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ, რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

იგივე შინაარსის განკარგულება გამოქვეყნებულია ზაპოროჟიეს ოლქის „დამოუკიდებლად“ აღიარებასთან დაკავშირებითაც.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა რომ დღეს, კრემლში რუსეთის შემადგენლობაში ოთხი ახალი ტერიტორიის – ე.წ. “დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების”, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას ვლადიმერ პუტინი და დეპუტატებიც დაესწრებიან.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!