ზუგდიდის საკრებულოსა და ოპოზიციური ფრაქცია ,,ნაციონალების” წევრი ანი წითლიძე განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში: „ჩვენ ვერავინ დაგვწამებს რომ მხარს არ ვუჭერთ ინვესტიციებს და არ გვიხარია ქალაქის წინსვლა, ფრაქცია ენმ – მ მხარი დაუჭირა ქალაქში ინვესტიციის შემოსვლა,ს მაგრამ ეს წინსვლა და ინვესტიცია არ შეიძლება მოხდეს ქალაქის იერ-სახის დამახინჯების ფონზე.
აუქციონი, რომლითაც ზუგდიდის ყველაზე ისტორიული და მნიშვნელოვანი ადგილი აუქციონზე გატანილი და ბიძინას “დაჩად” გადაქცევა ემუქრება 27 ოქტომბერს იწურება.
ვითხოვთ, ზუგდიდის მერიამ გაასაჯაროოს წინა ხელისუფლების მიერ დამტკიცებული ზუგდიდის რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც შეთანხმებლი და განხილული იყო ზუგდიდელ საზოგადოებასთან, კერძოდ, საზოგადოება “ზუგდიდლებთან” და სადაც გათვალისწინებული იყო ზუგდიდის ისტორიული ხედის ზუგდიდის ცენტრალური ბულვარიდან გამოჩენის თხოვნა (ისე, როგორც იყო ძველად). ამ მიზნით იქნა გადატანილი კომუნისტების დროს აშენებული სტადიონი ზუგდიდის ცენტრიდან კომბინატში.
ასევე ვითხოვთ, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსიროს საზოგადოება „ზუგდიდელმა”.
მივმართავ ზუგდიდის მერს გოგოხიას, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული მოლაპარაკების პროცესებში, შეაჩეროს აუქციონი და დაიკავოს ღირსეული პოზიცია და დაიცვას ზუგდიდის ისტორიული იერსახე დამახინჯებისაგან.