მიხეილ ჭკადუა რესურსცენტრის დირექტორად


ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებულებით დაინიშნა მიხეილ ჭკადუა, რომელიც ორი წელია რესურსცენტრში უფროსი სპეციალისტის მოვალეობას ასრულებდა. რესურსცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ხდება კონკურსის წესით.

 როგორც მიხეილ ჭკადუა ამბობს, მან არ იცის, როდის გამოცხადდება კონკურსი ამ თანამდებობაზე და არც ის იცის, ჯერ-ჯერობით, მიიღებს თუ არა თვითონ ამ კონკურსში მონაწილეობას.

რესურსცენტრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობიდან მინისტრის ბრძანებით გათავისუფლდა გონერი პაპავა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!