კოკში ბეტონის ქარხანა გაიხსნა


პოლონურმა საერთაშორისო ჰოლდინგმა, „ტინეს კაპირალ ჯგუფმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცა ჩადო. ბეტონის ქარხანა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და კომპანიის პრეზიდენტმა ტომას შუბამ, პოლონეთის კონსულთან ერთად გახსნეს. ცერემონიალს იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდ
ომარე ლაშა გოგია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები დაესწრნენ. „სოფელ კოკში ბეტონის წარმოებაში განხორცილებული ინვესტიცია არის კომპანიის აქტივობების პირველი ნაბიჯი ქართულ ბაზარზე. მაღალი ხარისხის ბეტონის ფილების წარმოება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას გავხდეთ კონკურენტუნარიანი და უმთავრესი მოთამაშე ქართულ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს ამბიცია ჩავერთოთ იმ მნიშვნელოვანი და მაღალი მოთხოვნის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რომელიც საქართველოში ხორციელდება“, – განაცხადა ტომას შუბამ – ტინეს ჯგუფის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, მან გუბერნატორს მადლობა გადაუხადა თანადგომისა და იმ ბიზნესგარემოსთვის რაც საქართველოშია შექმნილი. თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ კომპანიის ხელმძღვანელობას რეგიონში განხორციელებული ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანიამ უკვე დაასაქმა 45 ადგილობრივი მცხოვრები და სამომავლოდ ინვესტიციების ზრდასთან ერთად გეგმავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც. ახალი ბეტონის ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილია მიმზიდველი, თავისუფალი ბიზნესგარემო და როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება მზადაა ნებისმიერ მსგავს წამოწყებას გვერდში დაუდგეს. „ტინეს ჯგუფი“ საქართველოში უახლოეს პერიოდში გეგმავს გაზარდოს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბეტონის ქარხნის წარმადობა. საქართველოში ინვესტირება არის კომპანიის საერთაშორისო საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილი. „ტინეს ჯგუფი“ განუწყვეტლივ აკეთებს აქცენტს ისეთ სწრაფად მზარდ სფეროებზე, რომელიც დამახასიათებელია ევრიპის, ჩრდილოეთ და ცენტრალური აფრიკის, ჩრდილო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ბაზრებისთვის. ბოლო პერიოდში კომპანიამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ისეთ პროექტებში როგორიცაა ვარშავის, კიევის, პეტერსბურგის, მინსკის, და ალმაატის მეტროს მოდერნიზაცია. ამჟამად, კომპანია ახორციელებს პოლონეთში, ლობც ფაბრიჟნაში ჩქაროსნული მატარებლის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!