- “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის” მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გასული წლის განმავლობაში მსოფლიოში 42 ჟურნალისტი მოკლეს.
ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით 235 ჟურნალისტი აღმოჩნდა ციხეში.
გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ჟურნალისტი მექსიკაში მოკლეს, მეორე ადგილზეა პაკისტანი, მესამეზე -ავღანეთი, რომელსაც ინდოეთი, ერაყი და ნიგერია მოჰყვებიან.