სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 147 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 100 საშუალოდ მძიმე და მძიმე 11.

ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 10 მძიმე და 1 კრიტიკული.

“სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 38 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 8 და მძიმე 5.

ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში – 30 პაციენტი. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 28 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 507მოქალაქე. რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 123 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთიში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ ორი ადამიანი. რუხის კლინიკაში გარდაიცვალა 83 წლის მამაკაცი, ის წალენჯიხის მცხოვრები იყო. ქუთაისის კოვიდ კლინიკაში კი 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ის ფოთის მცხოვრები იყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!