- ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და მას რუსეთის მიერ კონტროლირებადი, ყირიმის საოკუპაციო მთავრობაც ადასტურებს.
საოკუპაციო მთავრობის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ქალაქებში რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემა ამოქმედდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბახჩისარაიში აფეთქებები სამხედრო აეროდრომზე მოხდა.