- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ინფიცირებულია 202 მოქალაქე. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
დე ფაქტო რეჟიმის ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 202 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 78 ადამიანი განიკურნა, სამი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.