ნია კვარაცხელია საქართველოს ვიცე-ჩემპიონია 10 წლამდე გოგონათა შორის


  • 15 – 23 აპრილს, ბათუმში, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

საქართველოს ჩემპიონატზე 10 წლამდე გოგონათა შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონა“-ს მოსწავლემ, ნია კვარაცხელიამ, 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით მეორე ადგილი დაიკავა (მწვრთნელი – დავით თულაძე).

ინფორმაციისთვის: ნია კვარაცხელია საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 6 გზის საქართველოს ვიცე-ჩემპიონია. მათ შორის, ორჯერ კლასიკურ ჭადრაკში, ორჯერ სწრაფ და ორჯერ ელვისებურ ჭადრაკში. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!