დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თენგიზ გუნავამ სოფელ ნაცატუს ყოფილ ბაღის გამგესთან ირმა ნაჭყებიასთან ერთად, ბრიფინგი გამართა. გუნავას თქმით, “ნაჭყებიას აუდიტის დასკვნით, აღმოაჩნდა დარღვევები ბაღში, რაც სისულელეს წარმოადგენს. ის პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, რადგან, მისი მეუღლე გია კვარაცხელია “ნაციონალური მოძრაობის” მხარადმჭერი იყო. გუნავა ხელისუფლებას მოუწოდებს, “თავი დაანებონ უმსგავსო საქციელებს, რადგან, მოხსნით, და დაშინებით ვერაფერს მიაღწევენ”. გუნავა ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს არა მარტო, სამეგრელოში, არამედ, საქართველოში და ამას უნდა შეეგუონ”.
ირმა ნაჭყებიამ ბრიფინგზე მუქარაში და ზეწოლაში დაადანაშაულა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ციცანა თოლორაია და სააღმზრდელო ცენტრის მეთოდისტი ხათუნა თოლორაია, რომელიც გამგებლის დაა. ნაჭყებია ამბობს, რომ „კორცხელში შუალედური არჩევნების ჩატარებამდე დამიბარა ზუგდიდის სკოლამდელ საამღზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა ციცანა თოლორაიამ და მითხრა, რომ „თქვენი მეუღლე არის “ნაციონალური მოძრაობის”მხარდამჭერი და თუ არ დაანებს მათ მხარდაჭერას თავს, ცუდად მოუბრუნდებაო. ქალბატონმა ციცანამ მითხრა, თქვენს მოხსნას რა უნდა, გგონიათ ვერ მოგხსნით, ერთ დღეს გავაგზავნი აუდიტს და მოგხსნით“ . ნაჭყებიას თქმით, არჩევნების შემდეგ, დაიბარა გამგებლის დამ ხათუნა თოლორაიამ, რომელმაც უთხრა, „რა გვიქენით კორცხელში, რატომ წაგვაგებინეთ არჩევნებიო“
ყოფილი ბაღის გამგის ბრალდებებს უპასუხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრესამსახურის ხელმძღანელმა მაია ღურწკაიამ. მისი განმარტებით, “მუნიციპალიტეტის გამგებელს და გამგეობას არცერთი თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით არასდროს არ გაუნთავისუფლებია. ნაცატუს საბავშვო ბაღის გამგის გათავისუფლების მიზეზი გახდა შიდა აუდიტის ბოლო დასკვნა, საკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვებისთვის იყო გამოყოფილი, დაზიანებული იყო მღრნელების მიერ. ქალბატონი ნაჭყებია რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული სანიტარული ნორმების დაცვაზე, ასევე შინაგანაწესის დარღვევაზე, ბოლო შემოწმებაზე აუდიტმა აღმოაჩინა, დაზიანებული ვაშლი, ვადაგასული საკვები პროდუქტები, კვერცხი. ღურწკაია ასევე ამბობს, ” ჩვენთვის არა აქვს მნივნელობა მისი მეუღლე რომელ პარტიაშია და ვის ინტერესებს ითვალისწინებს. ჩვენთვის მიუღებელია დაბინძურებული სასურსათო პროდუქტები. არცერთი პოლიტიკური მრწამსი არ ღირს იმად, რომ მოზარდის სიცოცხლე იყოს საფრთხეში.”