ბოტანიკური ბაღი და ზუგდიდელები


ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს სამსახურის ოთხი თანამშრომელი და ბრიგადირი  ყოველ დილით ასუფთავებენ  ტერიტორიას.  ბაღში 15- მდე ნაგვის ყუთი და ორი დიდი ნაგვის ურნაა განთავსებული, რომელიც ინტენსიურად იცლება სპეცმანქანების მეშვეობით.ბოტანიკურ ბაღში შესული დამსვენებელი შეამჩნევდა ალბათ, ურნებს,  რომელიც მოქალაქეების დაუდევრობის გამო, ხშირად ზიანდება. დაწესებული საჯარიმო სანქციების მიუხედავად, ბოტანიკურ ბაღში ნახავთ პირუტყვს, რაზეც დროულად ხდება რეაგირება. რამდენად სუფთა, მოვლილი და მოწესრიგებულია  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი „ზუგდიდელებთან“ საუბრობენ:

მოქალაქე სოფიკო რიგვავა, რომელიც სტუმრად იმყოფება ზუგდიდში ამბობს, „სისუფთავის დაცვაში მოქალაქეებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=xwCC_fNRxSY[/embedyt]

ქალბატონმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, ამბობს რომ, „წინა წლებთან შედარებით, დღეს, სისუფთავის მხრივ, კარგი მდგომარეობაა და მას გაფრთხილება სჭირდება” [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-Ba-pcbJKtM[/embedyt]

მოქალაქე ბექა გვილია მოუწოდებს ზუგდიდელებს გაუფრთხილდნენ ბოტანიკურ ბაღს, არ დაყარონ ნაგავი და დაისვენონ სუფთა გარემოში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=U81w1P_jEHU[/embedyt]

ციალა ქობალიას მოსწონს ბოტანიკურ ბაღში დასუფთავებული ტერიტორიები. როგორც ამბობს, ყოველ დილით ლოცავს ქალბატონებს, რომლებიც  ასუფთავებენ იქაურობას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=5V3mIDQfKDQ[/embedyt]

„ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ბრიგადირი მურთაზ ბერდეხელია ამბობს, რომ  სავალი გზების, ბილიკების დასუფთავება ყოვლ დილით ხდება.  ამკრეფი მუშა ხელით აგროვებს ცელოფნის პარკებს, ბოთლებს, ქაღალდებს. მოტოროლერი შემოდის ბაღის ტერიტორიაზე და  ცლის ყველა ურნას. ცნობილია, რომ სექტემბრიდან დაიწყება  ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები. ბოლო პერიოდში,  აღიკვეთა ბაღში პირუტყვის შემოსვლა, თუ სადმე შევამჩნევთ, იმთავითვე, სათანადო ზომებს ვღებულობთ. მე მინდა, თანაქალაქელებს მივმართო, დაიცვან სისუფთავე, უყვარდეთ ქალაქი და ერთად ვიზრუნოთ გარემოს დაცვაზე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pmRKWrvtYcI[/embedyt]

R


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!