ნაკრაში ჩავარდნილი სამივე მოზარდის ცხედარი ნაპოვნია


  • სვანეთში მესამე დაკარგული მოზარდის, საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.

მანამდე, დილით, გიორგი ვიბლიანის  ცხედარი ნაკრაში, პატარა ჰესთან აღმოაჩინეს. აღდგომის დღეს კი, ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვეს შემთხვევის ადგილის სიახლოვეს.

ხუთშაბათს, 2 მაისს, საღამოს საათებში, “პაჯეროს” მარკის ავტომობილით, სამი არასრულწლოვანი, ჭუბერიდან, ,,მაისობის” დღესასწაულიდან ბრუნდებოდა. ავტომობილი მოცურდა, ხევში გადაიჩეხა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა. ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი, გიორგი ვიბლიანი, რუხის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე იყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

20 + eighteen =

Akismet ანტისპამი