- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფეისბუქგვერდის პირდაპირი ეთერი დაეთმო მხარეთმცოდნეობით გაკვეთილებს.
პირდაპირი ჩართვით ფეისბუქმომხმარებლების წინაშე წარდგა ისტორიკოსი ლაშა ჯიქია თემით – “ანტიკური კოლხეთი-მითი თუ რეალობა ცაიშის უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით.”
მომხსენებელმა გააკეთა ჩვენი კუთხის ისტორის მნიშვნელოვანი პერიოდის მოკლე მონახაზი, ცაიშის ბოლო დროინდელი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ლაშა ჯიქიას პირდაპირმა ეთერმა მოიცვა 2 147 ადამიანი, 1 ათ. ნახვა, ლაივის განმავლობაში 50 შეკითხვა და კომენტარი შემოვიდა და ის გაზიარდა 23-ჯერ.
„მხარეთმცოდნეობითი გაკვეთილები“ მომავალშიც გაგრძელდება.