სულმა უნდა იგრძნოს თავისუფლება


  • ახალგაზრდა შემოქმედი ნინო ქანთარია წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარიდანაა. სწავლობს ქუთაისში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. უყვარს  ბუნება, სიმღერის მოსმენა, მარტოობა და წერა.

ნინო ქანთარია: “ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში მთავარია საკუთარი ადგილის პოვნა, სადაც სული იგრძნობს თავისუფლებას. მე ასეთი ადგილი ცარიელ ფურცლებში ვიპოვე”.

*****

სულს არაფერი ეცვა,
მაგრამ ვერ იგრძნო კაცმა,
რომ ისევ გაქრა ზეცა,
ისევ არგუნეს ჯვარცმა.
ზღვაში ობოლი იწვა,
ტალღა ეფარა ღამე,
გვიკვდება დედამიწა,
დროა, ვუშველოთ რამე.
მგლები გავიგე უკვე,
ლომებს, აჭრიან მკლავებს,
ღმერთო, რა გამხდის უკეთ,
როცა სიმართლეს კლავენ.

*****

არ დამინდო დრომ,
მესროდნენ ისრებს,
არ ეგონათ, რომ
უფალი მისმენს.
მე მტკივა დღესაც,
ცრემლით ნაბანი.
მგონი, სიტყვებსაც
ვერც კი ვაბამდი.
ვსაუბრობ ღიად,
ხშირად, სულ მარტოს,
ვერ გამიგია,
ასე რას ვნატრობ.
მზეს ვეუბნები,
ახლა უშენოდ
სხვა მზერას ვხვდები,
უნდა ვუშველო.
ვიცოდი ახლა,
ამ ბნელ ღამეში
არ სურდათ მაღლა
მე რომ გამეშვი.
ვაღმერთებ მუდამ
უფუნჯო მხატვარს,
როცა კი უნდა,
სულსაც რომ ხატავს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!